Sunday, October 8, 2017

დღე მერვე

 ჩვენი ტრენინგები დასარულს მიუახლოვდა.შესაბამისად, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ თავი გავართვათ დავალებებს.მართალია ერთი შეხედვით რთული მომეჩვენა, მაგრამ მუშაობის პროცესი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
 დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ თითოეული დავალება.გავეცანით ახალ დავალებებსაც.გავხსენით საქაღალდეები,სადაც განვათავსებთ ჩვენს ნაშრომებს.ვისწავლეთ, როგორ ავტვირთოთ ყველაფერი ეს საკუთარ ბლოგზე.
  მადლობა ჩვენს ტრენერს-ბატონ დავითს საინტერესო მეცადინეობისთვის!

Sunday, October 1, 2017

დღე მეშვიდე

  ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე.გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას,ასევე როგორ შევიმუშავოთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკის სხვადასხვა ფორმა.
  გადავხედეთ შესასრულებელ დავალებებს თანმიმდევრობით.
  გავეცანით ჩვენთვის უცნობ აპლიკაციას-Hengouts.