Sunday, October 8, 2017

დღე მერვე

 ჩვენი ტრენინგები დასარულს მიუახლოვდა.შესაბამისად, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ თავი გავართვათ დავალებებს.მართალია ერთი შეხედვით რთული მომეჩვენა, მაგრამ მუშაობის პროცესი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
 დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ თითოეული დავალება.გავეცანით ახალ დავალებებსაც.გავხსენით საქაღალდეები,სადაც განვათავსებთ ჩვენს ნაშრომებს.ვისწავლეთ, როგორ ავტვირთოთ ყველაფერი ეს საკუთარ ბლოგზე.
  მადლობა ჩვენს ტრენერს-ბატონ დავითს საინტერესო მეცადინეობისთვის!

Sunday, October 1, 2017

დღე მეშვიდე

  ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე.გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას,ასევე როგორ შევიმუშავოთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკის სხვადასხვა ფორმა.
  გადავხედეთ შესასრულებელ დავალებებს თანმიმდევრობით.
  გავეცანით ჩვენთვის უცნობ აპლიკაციას-Hengouts.

Sunday, September 24, 2017

დღე მეექვსე

   ვისუბრეთ მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებაზე(გარდნერის თეორია),როგორ მივცეთ მოსწავლეს მიმართულება,როგორ შეიძლება განისაზღვროს უპირატესი სწავლის სტილი.ვიმუშავეთ ტესტებზე.
   გავიხსენეთ როგორ მოვძებნოთ და გამოვიყენოთ აპლიკაციები ჩვენი ელფოსტის საშუალებით.

Saturday, September 16, 2017

დღე მესამე

  დღეს ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მოვისმინეთ.დასაფასებელია ჩვენი ტრენერის ძალისხმევა,რადგან ყველა სიახლეს გვაწვდის ამომწურავად.კიდევ უფრო მეტს ვიღებთ შემდგომისთვის.დიდი მადლობა!

Sunday, September 10, 2017

დღე მეორე

უკეთესად გავეცანით პროექტის შაბლონს.ვისწავლეთ როგორ მოვიძიოთ და განვათავსოთ სტანარტები ეროვნული სასწავლო გეგმიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,ასევე სიგელების,სერთიფიკატების,მოსაწვევების და ბროშურების დამზადება.
  გავიხსენეთ ბლოგში მუშაობა.შევქმენით ახალი ბლოგი.
  დღევანდელი ტრენინგი საკმაოდ საინტერესო იყო.მადლობა!